ვოლოდიმირ ზელენსკი - თანამდებობის პირს ვერავინ აპატიებს სახელმწიფოს ოპოზიციაში ჩადგომას, ზოგისთვის ეს - ომის დროს კუნძულებზე ყოფნას, ზოგისთვის კი სასამართლოში ქრთამის აღებას გულისხმობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - თანამდებობის პირს ვერავინ აპატიებს სახელმწიფოს ოპოზიციაში ჩადგომას, ზოგისთვის ეს - ომის დროს კუნძულებზე ყოფნას, ზოგისთვის კი სასამართლოში ქრთამის აღებას გულისხმობს

სამწუხაროდ, ზოგი ფიქრობს, რომ ომი მათგან სადღაც შორს არის, თითქოს უზენაესი რადას გუმბათს ან ზოგიერთი ოფისის კედელს შეუძლია რეალობისგან დაცვა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა უკრაინელი დეპუტატის, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრის, იური არისტოვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე შენიშნეს.

„დეპუტატებს, მოსამართლეებს, სამხედრო კომისრებს და სხვა თანამდებობის პირებს ვერავინ აპატიებს საკუთარი თავის სახელმწიფოს ოპოზიციაში ჩაყენებას. ეს ზოგისთვის – ომის დროს კუნძულებსა და კურორტებზე ყოფნას, ზოგისთვის კი სასამართლოში ქრთამის აღებას გულისხმობს. ნებისმიერი საჯარო მოხელისთვის ეს არის სახელმწიფო პრინციპების, საზოგადოების ინტერესების ღალატი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მას შემდეგ, რაც მედიაში იური არისტოვის მალდივის კუნძულებზე ყოფნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრმა, იური არისტოვმა რადას დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.