ვოლოდიმირ ზელენსკი - სუმიზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია ჩვენმა ძალებმა მთლიანად ჩაშალეს, ოლქის საზღვრისპირეთში ბრძოლები გრძელდება, ვაგრძელებთ წინააღმდეგობას დონეცკსა და ზაპოროჟიეში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა სუმიზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია მთლიანად ჩაშალეს, საზღვრისპირა რაიონებში კი შეტაკებები გრძელდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამარხში დაწერა.
„მთავარსარდალმა სირსკიმ ინფორმაცია მომაწოდა ფრონტზე არსებული სიტუაციის, საკვანძო მიმართულებების შესახებ. არის შედეგები სუმის ოლქში: დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაცია სუმიზე მთლიანად ჩაშალეს ჩვენმა ძალებმა. გრძელდება ბრძოლები სუმის ოლქის საზღვრისპირეთში, თუმცა რუსეთის დანაყოფებმა სუმის მიმართულებით დაკარგეს შეტევითი შესაძლებლობები მიღებული დანაკარგების შედეგად. აქტიურად ვაგრძელებთ რუსეთის შეტევითი ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.