ვოლოდიმირ ზელენსკი - სტივ უიტკოფმა რუსული მხარის სტრატეგია აირჩია, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სახიფათოა, არ ვიცი, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ის რუსულ ნარატივებს ავრცელებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს, როცა საუბრობს უკრაინული ტერიტორიების „სამშვიდობო შეთანხმებაში“ შესაძლო ჩართვაზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა.
„მიმაჩნია, რომ ბატონმა უიტკოფმა რუსული მხარის სტრატეგია აირჩია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ის – შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, არ ვიცი – რუსულ ნარატივებს ავრცელებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, ტრამპის წარმომადგენელს არ აქვს მანდატი, „განიხილოს უკრაინული ტერიტორიები“, რომლებიც უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.