ვოლოდიმირ ზელენსკი – შვეიცარიაში შეხვედრები იმართება, კარგია, რომ დიპლომატია განახლდა და საუბარი, შეიძლება, კონსტრუქციული იყოს, ვიმედოვნებ, შედეგი იქნება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჟენევაში მყოფი ჯგუფები შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ამჟამად გუნდები, რომლებიც მუშაობენ ომის დასრულების ნაბიჯებზე, შვეიცარიაში შეხვედრებს მართავენ. კარგია, რომ დიპლომატია განახლდა და საუბარი, შეიძლება, კონსტრუქციული იყოს. უკრაინული და ამერიკული გუნდები, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები, მჭიდრო კონტაქტში არიან და ვიმედოვნებ, რომ შედეგი იქნება. სისხლისღვრა უნდა შეჩერდეს და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი აღარასოდეს განახლდეს. ველოდები დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს და ვიმედოვნებ, რომ ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება. ჩვენ, ყველას დადებითი შედეგი გვჭირდება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
Currently, the teams that will be working on the steps to end the war are meeting in Switzerland. It is good that diplomacy has been reinvigorated and that the conversation can be constructive. The Ukrainian and American teams, as well as the teams of our European partners, are…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 23, 2025