ვოლოდიმირ ზელენსკი - შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში უდავოდ გააძლიერებს ალიანსს
ვოლოდიმირ ზელენსკი - შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში უდავოდ გააძლიერებს ალიანსს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიესალმება უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დამტკიცების შესახებ.

„ეს არის ისტორიული დღე შვედეთისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ვულოცავ შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს და ყველა შვედს. შვედეთის გაწევრიანება უდავოდ გააძლიერებს ალიანსს, განსაკუთრებით თავისუფალი სამყაროსთვის რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მოუთმენლად ელოდება შვედეთთან და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინსვლისთვის.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.