ვოლოდიმირ ზელენსკი – შორ მანძილზე მოქმედმა უკრაინულმა რაკეტებმა ვოლგოგრადში რუსული სამხედრო საწარმო დააზიანეს, ჩვენი შესაძლებლობების არეალი მუდმივად ფართოვდება

13:36, 27.06.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმო „ტიტან-ბარიკადი“ დააზიანეს.

ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული ქარხანა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, სადაც საარტილერიო სისტემებსა და სპეციალური სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებელ სარაკეტო დანადგარების ელემენტებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ყველა თავდაცვითი ობიექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას ემსახურება, უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.

„უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების არეალი მუდმივად ფართოვდება. სწორედ ჩვენი ზეწოლა ქმნის საფუძველს, რომ საბოლოოდ დადგეს ღირსეული მშვიდობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გადაუხადა უკრაინელ ინჟინრებსა და სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების განვითარებაზე მუშაობენ.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა „ფლამინგოს“ ტიპის სამი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა და 511 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

მსგავსი