ვოლოდიმირ ზელენსკი – შევხვდი ჩვენს მეომრებს, რომლებიც ჭრილობებისგან გამოჯანმრთელებას ნიდერლანდებში ცდილობენ, მადლობელი ვარ ნიდერლანდების უკრაინის მხარდაჭერისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდებში, აარდენბურგის სამხედრო რეაბილიტაციის ცენტრში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა.
ზელენსკიმ დაჭრილ მეომრებს გადასცა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, ორდენი „სიმამაცისთვის“ და მედალი „უკრაინისთვის გაწეული სამხედრო სამსახურისთვის“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდებს უკრაინელი მეომრებისთვის გაწეული სამსახურისთვის, საკუთარ ჯარისკაცებს კი უკრაინის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„შევხვდი ჩვენს მეომრებს, რომლებიც ჭრილობებისგან გამოჯანმრთელებას ნიდერლანდებში, აარდენბურგის სამხედრო რეაბილიტაციის ცენტრში ცდილობენ. ეს დაწესებულება სპეციალიზირებულია მძიმე დაზიანებების მქონე სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციაზე და ამ სფეროში ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ცენტრს წარმოადგენს. 2021 წლიდან აქ მკურნალობა 87-მა უკრაინელმა გაიარა. მადლობელი ვარ ცენტრის თანამშრომლების და ნიდერლანდების უკრაინის მხარდაჭერისა და ჩვენი მეომრებისთვის გაწეული დახმარებისთვის. ვესაუბრე მეომრებს და მათ ოჯახებს. მადლობა თქვენი სამსახურისთვის, უკრაინის დაცვისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი გმირები, ასეთი მებრძოლები გვყავს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
I met with our warriors who are recovering from their wounds at the Aardenburg Military Rehabilitation Center in the Netherlands. The facility specializes in the rehabilitation of servicemembers with severe injuries and is one of the leading centers of its kind in the country.… pic.twitter.com/GdSmnveKNo
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 16, 2025