უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ზელენსკიმ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდისთან.
„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და საუდის არაბეთს შორის. აღვნიშნეთ წინა შეთანხმებების პროგრესი და ჩვენი გუნდების ეფექტური თანამშრომლობა. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტსაც. ზელენსკიმ საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვაფასებთ მისი სამეფო უდიდებულესობის მზადყოფნას, დაეხმაროს მშვიდობის მალე აღდგენას“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.