ვოლოდიმირ ზელენსკი – საშინელი ამბებია ისრაელიდან, ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ოჯახის წევრები და ახლობლები დაიღუპნენ ტერაქტის დროს

17:01, 07.10.2023
Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses a joint press conference with Spain's Prime Minister following their talks in Kyiv, on July 1, 2023. Spanish Prime Minister Pedro Sanchez arrived in Kyiv on July 1, 2023, to signal EU support for Ukraine as the country's commander-in-chief said he was frustrated by the slow deliveries of Western weapons. (Photo by Sergei CHUZAVKOV / AFP) (Photo by SERGEI CHUZAVKOV/AFP via Getty Images)

არსად მსოფლიოში არ შეიძლება, ტერორს მიეცეს შანსი, რადგან ტერორი ყოველთვის არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მისი მსხვერპლების მიმართ, არამედ კაცობრიობის და მთელი ჩვენი სამყაროს წინაშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„საშინელი ამბებია ისრაელიდან. ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ოჯახის წევრები და ახლობლები დაიღუპნენ ამ ტერაქტის დროს. გვჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან. ვინც გამოიყენა ტერორი, არის დამნაშავე მსოფლიოს წინაშე, ვინც აფინანსებს ტერორს, ჩადის დანაშაულს მსოფლიოს წინაშე. სამყარო უნდა იყოს ერთიანი და სოლიდარული. ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა. ამ ტერორისტული თავდასხმის ყველა გარემოება უნდა იქნეს გამოიძიებული, რათა მსოფლიომ იცოდეს და პასუხისმგებლობა მოეთხოვოს ყველას, ვინც მის ორგანიზებაში დაეხმარა და წააქეზა. უკრაინის ყველა მოქალაქემ, რომელიც იმყოფება საფრთხის ზონაში, ყურადღებით უნდა დაიცვას უსაფრთხოების ძალების მითითებები ადგილზე და ყურადღებით დააკვირდეს ინფორმაციას. გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო ისრაელში მზად არიან, დაგეხმაროთ ნებისმიერ სიტუაციაში. ისრაელში უკრაინელების დასახმარებლად ოპერატიული შტაბი შეიქმნა. თუ დახმარება გჭირდებათ, გთხოვთ, დაუყონებლივ დაუკავშირდეთ ჩვენს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენელს თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი გზით. ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ყოველი ტერორისტული აქტი დაგმობილია“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი