ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს
ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს

საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპელებმა და ამერიკელებმა უკრაინის მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღონ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს რუსეთისკენ უბიძგებენ.

„დღეს ბევრი რამ მოხდა – გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ იმ პირების მიმართ საქართველოში, რომლებიც ქვეყანას რუსეთისკენ უბიძგებენ. მნიშვნელოვანია, ანალოგიური პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში – ევროპელებმა, ამერიკელებმა და ზოგადად ყველამ, ვისთვისაც ფასეულია ერების დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა. საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.