ვოლოდიმირ ზელენსკი – სამომავლოდ ვეცდები, ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო იტალიის პრემიერ-მინისტრს
სამომავლოდ ვეცდები, ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო იტალიის პრემიერ-მინისტრს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თქმითაც, მასსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი უნდა გამართულიყო, თუმცა ზელენსკი მიუწვდომელი აღმოჩნდა.
„დღეს 10:30 საათზე ჩერნიგოვის, გოსტომელისა და მელიტოპოლის მისადგომებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები, ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო მარიო დრაგის. იმავდროულად, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.
Сьогодні о 10:30 на підступах до Чернігова, Гостомеля та Мелітополя були тяжкі бої. Гинули люди. Наступного разу я спробую посунути графік війни, щоб поговорити з #MarioDraghi в конкретний час. А Україна тим часом продовжує боротися за своїх людей.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2022