ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული სიტყვები დიპლომატიის შესახებ არაფერს ნიშნავს, ვიდრე კრემლი კრიტიკულ პრობლემებს არ იგრძნობს
დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი. ჩვენ ასევე ველით შეერთებული შტატებისა და დიდი შვიდეულის, ყველა იმ ადამიანის მხრიდან სანქციების ძლიერ ზომებს, ვინც მშვიდობას ეძებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ კიევის დაბომბვა ნათელია მაგალითია იმისა, რომ რუსეთი საკმარის ზეწოლას არ გრძნობს.
„რუსული სიტყვები დიპლომატიის შესახებ არაფერს ნიშნავს, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობა არ იგრძნობს კრიტიკულ პრობლემებს. ეს კი მხოლოდ სანქციებით, გრძელვადიანი შესაძლებლობებით და ჩვენს ყველა პარტნიორს შორის კოორდინირებული დიპლომატიით შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ დარჩეს ჩუმად და ერთიანი რეაგირება მოახდინოს რუსეთის საზიზღარ დარტყმებზე. ყველა, ვინც ახლა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით ეხმარება, სიცოცხლეს იცავს. ამისთვის მადლიერები ვართ. ყველა, ვინც უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობებით ეხმარება, ომის დასასრულს აახლოვებს“, – წერს ზელენსკი.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული.
„რუსული დარტყმები ძირითადად მიმართული იყო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ბევრი საცხოვრებელი შენობაც დაზიანდა. ხანძარი იყო ზაპოროჟიეში და დაბომბეს კიევი. თავდასხმის ქვეშ იყო კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, დნეპრის, კიროვოგრადის, პოლტავის, ვინიცის, ზაპოროჟიის, ჩერკასის და სუმის რეგიონები. ამ დროისთვის ცნობილია 17 დაშავებულის შესახებ. სამწუხაროდ, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს ზელენსკი.