ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული შიდა დოკუმენტებით დასტურდება, რომ რუსეთში შემოდგომაზე მობილიზაციისთვის ემზადებიან

22:22, 11.08.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს.

„გვქონდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსის, ოლეგ ივაშჩენკოს მოხსენება რუსული მობილიზაციისთვის მზადებასთან დაკავშირებით. ყველაფერი დასტურდება რუსული შიდა დოკუმენტებით. ისინი ამისთვის შემოდგომაზე ემზადებიან, იმიტირებული საპარლამენტო არჩევნებისთანავე. პუტინის გეგმა განსაკუთრებით რთული არ არის. მას სურს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსები ომს მხარს უჭერენ, რადგან ამჟამად დაშვებული ყველა პარტია, ასე თუ ისე, მშვიდობის წინააღმდეგია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთისთვის ამ გეგმების განხორციელების მაქსიმალურად გასართულებლად ემზადება.

მსგავსი