ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე დრონებით მიტანილ იერიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსები პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„დარტყმა ხარკოვზე სამი „შაჰედით“. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი. საზიზღარი და ცინიკური თავდასხმა. მაშველები ადგილზე როცა მივიდნენ, ტერორისტებმა მორიგი თავდასხმა განახორციელეს“, – წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მაშველი და ერთი მშვიდობიანი მცხოვრები. ასევე დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.

„რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისთვის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის აქტისთვის. ვმუშაობთ პარტნიორებთან ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დაცვის გასაძლიერებლად და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ ითარგმნება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში“, – წერს ზელენსკი.