ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ეშინია „ტომაჰავკების“, ეშინიათ, რადგან იციან, რა იარაღი გვაქვს და მათ ესმით „ტომაჰავკებთან“ კომბინაციის მნიშვნელობა, იციან, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ეშინია „ტომაჰავკების“, ეშინიათ, რადგან იციან, რა იარაღი გვაქვს და მათ ესმით „ტომაჰავკებთან“ კომბინაციის მნიშვნელობა, იციან, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული და მგრძნობიარე თემაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ზელენსკიმ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ რიგში, უნდა შევაჩეროთ ცეცხლი. უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავიგოთ, სად ვართ ახლა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთს ეშინია „ტომაჰოკის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების გეგმის.

„რუსეთს ეშინია „ტომაჰავკების“. ეშინიათ, რადგან მათ იციან, თუ რა იარაღი გვაქვს და მათ ესმით „ტომაჰავკებთან“ კომბინაციის მნიშვნელობა. მათ იციან, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

„შეხვედრის შემდეგ სტრატეგიულ პარტნიორებს ვესაუბრე. მსურველთა კოალიციის მთავარ ლიდერებს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას. იყო ფინეთის პრეზიდენტიც, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრიც, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, დიდი მადლობა ჯორჯია მელონის, ისიც მონაწილეობდა საუბარში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს“, – დეტალურად აღწერა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ევროპელ ლიდერებს აცნობა დონალდ ტრამპთან განხილული საკითხები.