ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის რუსეთის ყველა სიგნალი უკვე ცნობილია, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ზეწოლის იმედი გვაქვს რუსეთის შეჩერების მიზნით
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის რუსეთის ყველა სიგნალი უკვე ცნობილია, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ზეწოლის იმედი გვაქვს რუსეთის შეჩერების მიზნით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალები შეაჯამა.

როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა ითხოვს აშშ-ის მხრიდან უფრო აქტიურ ჩართულობას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში.

„ჩვენ გვქონდა პროდუქტიული შეხვედრა. დიდხანს ვისაუბრეთ. განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის საკითხები. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არ სურს დეტალური განცხადებას გაკეთება.

„მე არ მინდა, გავაკეთო განცხადება ამის შესახებ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატებს არ სურს ესკალაცია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა მას ინფორმაცია მიაწოდა ვლადიმერ პუტინთან დიალოგის შესახებ.

„დონალდ ტრამპმა გამიზიარა, რომ მათ აქვთ რუსულ მხარესთან დიალოგი. ჩვენთვის რუსეთის ყველა სიგნალი უკვე ცნობილია, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის იმედი გვაქვს და მისი ზეწოლის რუსეთის შეჩერების მიზნით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.