ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 450 დრონი და 30 რაკეტა გამოიყენა, მათი მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო

13:36, 13.12.2025
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ნახოს, რას აკეთებს ახლა რუსეთი, ყოველი ნაბიჯი, ყოველი თავდასხმა, რადგან ეს ნამდვილად არ ნიშნავს ომის დასრულებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ჩერნიგოვის რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ზელენსკის განცხადებით, რუსებმა ასევე იერიში მიიტანეს დნეპრისა და ჩერკასის რეგიონებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ნახოს, რას აკეთებს ახლა რუსეთი, ყოველი ნაბიჯი, ყოველი თავდასხმა, რადგან ეს ნამდვილად არ ნიშნავს ომის დასრულებას. ისინი კვლავ ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას და ჩვენი ხალხისთვის რაც შეიძლება მეტი ტკივილის მიყენებას. ამიტომ გვჭირდება მხარდაჭერა ყველაფერში, რაც ხელს შეუწყობს სიცოცხლის დაცვას და ამ ომის დასრულებას: საჰაერო თავდაცვისა და ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცების გაძლიერება, ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენი ყველა დიპლომატიური ძალისხმევა ეფექტური რომ იყოს, ჩვენ უნდა მოვახდინოთ აგრესორზე ზეწოლა, რათა მათ დაასრულონ ომი. ომი, რომელიც მათ დაიწყეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ღამით, ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ადმინისტრაციული შენობა, სამოქალაქო შენობები და სახანძრო მანქანა. ამჟამად ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. პარალელურად, ნიკოლაევის რეგიონში მასშტაბური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი