ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის დაფინანსების საკითხი იყო მორალური და არა ფინანსური თემა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის დაფინანსების საკითხი იყო მორალური და არა ფინანსური თემა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მისი ერის თავდაცვის დაფინანსების საკითხი იყო „მორალური“ და არა „ფინანსური“ საკითხი.

„ეს არ არის დაფინანსება, ეს არის მორალი. ყველაზე დიდი პრობლემაა, როდესაც არ უჭერ მხარს უკრაინას. ის ხალხი, რომელიც ფრონტის ხაზზე დგას, ოჯახები, რომლებიც საკუთარ გმირებს სახლში ელოდებიან, ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს უკრაინას და იმას, რომ უკრაინა მარტოა. დიახ, ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის – ეს არის პრობლემა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ამერიკაში ვიზიტსა და მოლაპარაკებებზეც.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი განცხადება, რომ ისინი დაუჭერენ მხარს უკრაინას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.