ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო სამიტი, ზეწოლას ახორციელებს ქვეყნებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო სამიტი, ზეწოლას ახორციელებს ქვეყნებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს

რუსეთი ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო სამიტი, ზეწოლას ახორციელებს ქვეყნებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს, ჩაშალოს მომავალ თვეში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი, რომელიც რუსეთთან კონფლიქტს ეძღვნება და ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რომ მათ თავი შეიკავონ დასწრებისგან.

„თითქმის 100 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახლა დაკავშირებულია კონფლიქტის მოგვარების გლობალურ ძალისხმევასთან. რუსეთი ვეღარ შეძლებს სამიტის ჩაშლას, თუმცა ძალიან ცდილობს ამის გაკეთებას. ის ახორციელებს ზეწოლას ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყანას დესტაბილიზაციის გზით. ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმისა, რომ მსოფლიო ტერორისტულ სახელმწიფოს ძალიან დიდ დროს აძლევს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ორდღიანი გლობალური სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15 და 16 ივნისს გაიმართება.