ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი მოკლეს

რუსებმა ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი მოკლეს, – ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავლენიან გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობამ არაფერი იცის.

ზელენსკის განცხადებით, კრემლი აკონტროლებს მთელ საინფორმაციო სივრცეს. მისი თქმით, რუსეთი იმავე მეთოდებით მოქმედებს, როგორც 2014 წელს დონბასში იქცეოდა.

„რუსებმა დაბლოკეს ჩვენი დახმარება, რომელიც მარიუპოლში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში, ხერსონსა და ხარკოვში ჩაგვქონდა. თუმცა, ისინი ქალაქებს ვერ აკონტროლებენ. მელიტოპოლსა და ბერდიანსკში რუსები რუბლით ანგარიშსწორებაზე გადადიან. ისინი იტაცებენ მერებს. ზოგიერთი მათგანი მოკლეს. ზოგიერთს ვერ ვპოულობთ. ზოგს მივაგენით და ისინი მკვდრები არიან. ზოგიერთი შეცვალეს. ისინი იმავეს აკეთებენ, რაც 2014 წელს დონბასში გააკეთეს. იგივე ხალხი ატარებს იმავე ოპერაციებს. ეს არის იგივე მეთოდები“, – განაცხადა ზელენსკიმ.