ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა კიდევ ერთხელ უგულებელყვეს ამერიკელების ძალისხმევა, რუსეთი მიიჩნევს, რომ კვირაში ოთხი არასრული დღეა ან ნამდვილად ომზე დებენ ფსონს

19:15, 03.02.2026

რუსებმა ტრამპის თხოვნა უგულებელყვეს. რუსეთი ან მიიჩნევს, რომ კვირაში ოთხი არასრული დღეა, ან ნამდვილად ომზე დებენ ფსონს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც კიევში გაიმართა, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტისთვის მიცემული პირობა არაფრად ჩააგდო და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე 3 თებერვლის ღამეს ძლიერი იერიში მიიტანა.

„რუსებმა კიდევ ერთხელ უგულებელყვეს ამერიკული მხარის ძალისხმევა. აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტა, როგორც იცით, ჩვენი მომლაპარაკებათა ჯგუფების შეხვედრის დროს. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ დარტყმები ერთი კვირით უნდა შეწყდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ცეცხლის შეწყვეტა ფაქტობრივად პარასკევს ღამით დაიწყო და ამ ღამეს რუსებმა დაარღვიეს თავიანთი დაპირება. ან რუსეთი თვლის, რომ კვირაში შვიდის ნაცვლად ოთხი არასრული დღეა, ან ნამდვილად ომზე დებენ ფსონს და ელოდებიან ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს, როდესაც უკრაინის დიდ ნაწილში ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბალია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 71 რაკეტა და 450 დრონი გაუშვეს.

მსგავსი