ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები დობროპილიას ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ, ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ მათი მიზნები უცვლელია, მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სანქციების გამკაცრება
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები დობროპილიას ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ, ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ მათი მიზნები უცვლელია, მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სანქციების გამკაცრება

რუსებმა დობროპილიაზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლის შემდეგ კი კიდევ ერთი იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი გამოეხმაურა ქალაქ დობროპილიაზე რუსეთის იერიშს, რის შედეგადაც, დაიღუპა 11 და დაშავდა 30 ადამიანი.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს,  ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია.

„დაშინების საზიზღარი და არაადამიანური ტაქტიკა, რომელსაც ხშირად მიმართავენ რუსები. ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ყველაფრის კეთება სიცოცხლის დასაცავად, გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, გავამკაცროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც პუტინს ომის დაფინანსებაში ეხმარება, უნდა დაიმსხვრეს“, – წერს ზელენსკი.