ვოლოდიმირ ზელენსკი - რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ჩვენი თავდაცვის ძალების ძირითადი საჭიროებები განვიხილე
ვოლოდიმირ ზელენსკი - რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ჩვენი თავდაცვის ძალების ძირითადი საჭიროებები განვიხილე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ამერიკის რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრისას უკრაინის არმიისთვის აუცილებელი დახმარების საკითხები განიხილა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მან სენატორს მიაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებაც და ხაზი გაუსვა სხვადასხვა ტიპის იარაღის, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, მოიერიშე თვითმფრინავებისა და არტილერიის საჭიროებას.

„დღეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი სენატორი ლინდსი გრემი ეწვია უკრაინას. ჩვენ განვიხილეთ თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა, რომელიც ახლა მნიშვნელოვანია ამ ომში, აქ, უკრაინაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული აგრესია და ქაოსი მთელ მსოფლიოში გავრცელდება. სენატორს ვაცნობე ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ჩვენი თავდაცვის ძალების ძირითადი საჭიროებების შესახებ”, – განაცხადა ზელენსკიმ.