ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა დაიწყო ფიქრი, რომ თავად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ამერიკამ არ უნდა დაივიწყოს, რომ რუსეთზე 100-ჯერ უფრო ძლიერია
რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ამერიკამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ის რუსეთზე 100-ჯერ უფრო ძლიერია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამერიკამ არ უნდა დაივიწყოს თავისი ძალა რუსეთთან მოლაპარაკებებში, სადაც, მისი თქმით, პუტინმა საკუთარი უპირატესობის დაჯერება დაიწყო.
ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებულ შტატებს გულწრფელად სურს რუსეთის ომის შეჩერება.
„მე მათ ვენდობი. ამავდროულად, მესმის, რომ ძნელია, შეაჩერო ასეთი გავლენიანი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს შეჩერებაზე. სწორედ ამიტომ ცდილობს შეერთებული შტატები რუსეთთან რაიმე სახის კომპრომისის პოვნას. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ დროს დავკარგავთ, თუ რუსეთის კომპრომისებით ვითამაშებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპს ახლა „შუალედური არჩევნების წინ რაიმე სახის გამარჯვების მოპოვება სურს“, თუმცა, პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანელებზე ზეწოლა მოახდინოს და სიტუაცია იმ დონემდე მიიყვანა, რომ მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდეს.
„პუტინი თუ დაინახავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს რაიმე სახის გამარჯვება სჭირდება, ის გადაწყვეტს, რა მისცეს და რა არა. და ეს არის პრობლემა: პუტინმა დაიწყო ფიქრი, რომ თავად იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი. აბსოლუტურად. მათ უბრალოდ უნდა ახსოვდეთ ეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.