ვოლოდიმირ ზელენსკი - ორშაბათს დაგეგმილი მაქვს ვიზიტი საუდის არაბეთში სამეფო პრინცთან შესახვედრად, ამის შემდეგ ჩემი გუნდი საუდის არაბეთში ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ დარჩება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ორშაბათს დაგეგმილი მაქვს ვიზიტი საუდის არაბეთში სამეფო პრინცთან შესახვედრად, ამის შემდეგ ჩემი გუნდი საუდის არაბეთში ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ დარჩება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალ ორშაბათს დაგეგმილი აქვს ვიზიტი საუდის არაბეთში, სადაც შეხვდება სამეფო პრინცს. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ვიზიტის შემდეგ უკრაინის დელეგაცია დარჩება საუდის არაბეთში ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ.

„ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, და უკრაინა მზადაა, მშვიდობისთვის უწყვეტად იმუშაოს ჩვენს პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მომავალ ორშაბათს დაგეგმილი მაქვს ვიზიტი საუდის არაბეთში, შეხვედრა სამეფო პრინცთან. ამის შემდეგ ჩემი გუნდი დარჩება საუდის არაბეთში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ. უკრაინა ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მშვიდობით. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვუთხარით, უკრაინა მუშაობს და განაგრძობს კონსტრუქციულად მუშაობას სწრაფი და საიმედო მშვიდობისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.