ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასასრულებლად უკრაინა აღმოსავლეთით საკუთარ ტერიტორიებს არ დათმობს, უკრაინელი სამხედროები დონბასისთვის საბრძოლველად მზად არიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასასრულებლად უკრაინა აღმოსავლეთით საკუთარ ტერიტორიებს არ დათმობს, უკრაინელი სამხედროები დონბასისთვის საბრძოლველად მზად არიან

უკრაინა არ დათმობს აღმოსავლეთით საკუთარ ტერიტორიებს იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, უკრაინელი სამხედროები დონბასისთვის საბრძლველად მზად არიან, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ტელეკომპანია სიენენთან ინტერვიუში გააკეთა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას არ აქვს გარანტიები, რომ თუ რუსეთი დონბასის ოკუპირებას მოახერხებს, კვლავ არ ეცდება კიევზე თავდასხმას.

„სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დავუშვათ. ვიდგეთ საკუთარ პოზიციაზე, იმიტომ რომ ამ ბრძოლას მთელს ომზე შეუძლია გავლენის მოხდენა. აქედან გამომდინარე გვესმის, ის ფაქტი, რომ მათ უკან დაიხიეს კიევიდან, ჩერნიგოვიდან და სხვა ქალაქებიდან, არ ნიშნავს, რომ ისევ არ დაესხმებიან თავს კიევს, თუ დონბასის ოკუპაციას მოახერხებენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, ზელენსკის პასუხი ასეთი იყო – „ დიახ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს“.