ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია

13:00, 13.05.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია.

ინფორმაცის თავად უკრაინის პრეზიდენტი, „ტვიტრის“ საკუთარ გვერდზ ადასტურებს.

„დღეს რომში ვხვდები იტალის პრეზიდენტ სერჯო მატარელას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს და რომის პაპ ფრანცისკეს. მნიშვნელოვანი ვიზიტია უკრაინის გამარჯვებისთვის“, – წერს ზელენსკი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია რომში.

მსგავსი