ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიო ელოდება რუს ნაძირალაზე უკრაინის გამარჯვებას
რუს ნაძირალაზე უკრაინის გამარჯვებას მსოფლიო ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდნეტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთთან შედარებით ნაკლები რესურსებისა და შესაძლებლობების მიუხედავად, უკრაინამ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეძლო.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს სრულიად სამართლიანია, რადგან ისინი თავისას იცავენ და ამისთვის მთელი მსოფლიო უკრაინელებს პატივს სცემს.
„და მსოფლიოს ყველა სუფთა გული უკრაინისგან მხოლოდ ერთ რამეს ელოდება, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს რუსი ნაძირალა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.