ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა, ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა, არსებობს ვიღაც, ვინც ამბობს, მოდით, განვიხილოთ რუსეთის ინტერესები, ეს წელს დავოსში ითქვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა, ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა, არსებობს ვიღაც, ვინც ამბობს, მოდით, განვიხილოთ რუსეთის ინტერესები, ეს წელს დავოსში ითქვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს, რომლებიც უკრაინას რუსეთთან დათმობებისკენ მოუწოდებს, მათ შორის ტერიტორიული ნაწილებისას. ამის შესახებ ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტი აღშფოთებულია, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ ჟღერდება წინადადებები აგრესორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაზე.

„სულ მცირე, რაც რუსეთმა გააკეთა, არსებობს ვიღაც ვინც ამბობს, მოდით, განვიხილოთ მათი ინტერესები. წელს დავოსზე, ეს კვლავ გაჟღერდა. მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას დაეცა. მიუხედავად ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა. მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა. მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა. და მიუხედავად რუსული სახელმწიფოს მიერ აგებული „ფილტრის ბანაკებისა“ სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ამცირებენ ისე, როგორც კონვეერში. რუსეთმა ეს ყველაფერი ევროპაში ჩაიდინა. თუმცა, მაინც დავოსში შორეული წარსულიდან გამოდის მაგალითად ბატონი კისინჯერი და ამბობს, რომ თითქოს საჭიროა, მივცეთ რუსეთს უკრაინის ნაწილი, რათა არ მოხდეს რუსეთის ევროპისგან გარიცხვა. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ბატონ კისინჯერთან არა 2022 წელი, არამედ 1938-ია. და ფიქრობს, რომ საუბრობს არა აუდიტორიასთან დავოსში, არამედ მაშინდელ მიუნხენთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უახლოეს ორ თვეში უნდა დაიწყოს და უკრაინა უნდა წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამისთვის დათმობები გახდება საჭირო.

დატოვე კომენტარი