ვოლოდიმირ ზელენსკი - მეტი უნდა ვიმუშაოთ და მოვამზადოთ გეგმა, როგორ გავაჩეროთ პუტინი და ომი დავასრულოთ, ჩვენ მართლა გვსურს მშვიდობა, მაგრამ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები
მეტი უნდა ვიმუშაოთ და მოვამზადოთ გეგმა, როგორ გავაჩეროთ პუტინი და ომი დავასრულოთ. ჩვენ მართლა გვსურს მშვიდობა, მაგრამ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან შეხვედრისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სასარგებლო დისკუსია ჰქონდა ჯეი დი ვენსთან.
„ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა და ვიმედოვნებ, რომ არა – ბოლო. სინამდვილეში ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის, უფრო მეტი ვისაუბროთ, უფრო მეტი ვიმუშაოთ და მოვამზადოთ გეგმა, როგორ გავაჩეროთ პუტინი და ომი დავასრულოთ. ჩვენ მართლა გვსურს მშვიდობა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თავის მხრივ, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ, ტრამპის თქმით, ფუნდამენტური ამოცანაა, ომი დასრულდეს და ადამიანების მკვლელობა შეჩერდეს. ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-ის სურვილია გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა და არა ისეთის, როგორიც იყო აღმოსავლეთ ევროპაში წლების განმავლობაში. ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში.