ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა, მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ რომის პაპთან, ლეო XIV-სთან მისი ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში“.
„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პაპი მშვიდობის, იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ომის დასრულებაში. მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით ხელშესახები შედეგების მისაღწევად. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად გამოთქმულ მკაფიო ხმას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
After the inauguration Mass, we had a meeting with Pope Leo XIV @Pontifex. We are grateful to His Holiness for the audience.
For millions of people around the world, the Pontiff is a symbol of hope for peace. The authority and voice of the Holy See can play an important role in… pic.twitter.com/6pFGJfcrae
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 18, 2025