ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ევროპულ ქალაქებს, მათ შორის თბილისს, სადაც 4 მარტს უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ევროპულ ქალაქებს, მათ შორის თბილისს, სადაც 4 მარტს უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ევროპულ ქალაქებს, მათ შორის თბილისს, სადაც 4 მარტს უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

„მადლობელი ვარ ევროპელების, ჩვენი კონტინენტის სხვადასხვა ქალაქის ასობით ათასი ადამიანის, ბრატისლავაში, ვილნიუსში, ფრანკფურტში, ლიონში, პარიზში, თბილისსა და პრაღაში. ისინი გუშინ უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ. ევროპის მხარდასაჭერად. ისინი მშვიდობისთვის გამოვიდნენ, რომ ეს მშვიდობა შეძლებისდაგვარად სწრაფად იქნას მიღწეული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი ხალხი რუსებს წინააღმდეგობას უწევს იქ, სადაც ოკუპანტებმა წინსვლა მოახერხეს.

„მე აღფრთოვანებული ვარ ყველა უკრაინელით, ვინც პროტესტს გამოხატავს, რომელიც აიღებს ეროვნულ დროშას და აჩვენებს რუს სამხედროებს, რომ წააგებენ. აუცილებლად წააგებენ, რადგან შეუძლებელია იმ ადამიანებთან გამარჯვება, რომლებიც იარაღის გარეშე აჩერებენ სამხედრო ტექნიკას“, – თქვა ზელენსკიმ.