ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს მორიგი მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, მიაწოდოს უკრაინას „აბრამსის“ ტანკები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას „M1 აბრამსის“ ტიპის ტანკებისთვის მადლობას უხდის. ზელენსკის თქმით, „აბრამსების“ მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის დამარცხებისთვის.
„მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს მორიგი მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, მიაწოდოს უკრაინას „აბრამსის“ ტანკები. მადლობა ამერიკელ ხალხს ხელმძღვანელობის ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსული აგრესიის დამარცხებისკენ. ახლა თავისუფალი სამყარო უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე საერთო მიზნის, უკრაინის დამპყრობლებისგან გათავისუფლებისთვის“, – წერს ზელენსკი.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.
Дякую @POTUS за чергове сильне рішення – надати 🇺🇦 танки Abrams. Вдячний 🇺🇸народу за потужну лідерську підтримку! Це важливий крок до перемоги над російським агресором. Зараз вільний світ як ніколи об’єднаний заради спільної мети – звільнення 🇺🇦 від загарбників. Рухаємося вперед!
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 25, 2023