ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა 143 სახელმწიფოს, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა 143 სახელმწიფოს, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას

მადლობა 143 სახელმწიფოს, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ანექსიის დანაშაულებრივ მცდელობა გმობს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, მსოფლიო ხედავს იმ ფარსს, რომელიც რუსეთმა მოაწყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ეს არის რეკორდული რაოდენობა იმ სახელმწიფოებისა, როლებიც უკრაინას უჭერენ მხარს. მაგრამ, მჯერა იქნება მეტი. რუსეთის მხარეს დადგა ორი სახელმწიფო – ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, ბელარუსი და სირია. ეს ისეთი სიაა, რომ ყველაფერი გასაგებია. მადლობა 143 სახელმწიფოს! – აცხადებს ზელენსკი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.

დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.