ვოლოდიმირ ზელენსკი - კუპიანსკში ვითარება ისევ რთულია, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს ძალებს მეტი კონტროლი აქვთ, განვაგრძობთ პოზიციების დაცვას
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო დღეებში უკრაინის სამხედრო ძალებს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში „მეტი კონტროლი“ აქვთ.
„კუპიანსკში ვითარება ისევ რთულია, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს ძალებს მეტი კონტროლი აქვთ, განვაგრძობთ პოზიციების დაცვას“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეტალურად ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ალექსანდრე სირსკისა და გენერალური შტაბის უფროსს, ანდრეი გნატოვს ფრონტის ყველა მიმართულებაზე არსებულ სიტუაციაზე.
„ყველაზე რთული სიტუაცია ახლა პოკროვსკის მიმართულებითაა. იქ, ისევე როგორც წინა კვირებში, საბრძოლო მოქმედებები დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს, რუსული ძალების ძლიერი კონცენტრაციით. ოკუპანტები ყველა მეთოდით ცდილობენ პოზიციების განმტკიცებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.