ვოლოდიმირ ზელენსკი - კუნძულ ზმეინიზე პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, მათ სიცოცხლე გასწირეს ბრძოლაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფართომასშტაბიანი ომის დროს
ვოლოდიმირ ზელენსკი - კუნძულ ზმეინიზე პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, მათ სიცოცხლე გასწირეს ბრძოლაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფართომასშტაბიანი ომის დროს

უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კუნძულ ზმეინიზე მისი ვიზიტის კადრებია ასახული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული ვიდეო რუსეთთან ომის მე-500 დღეს გაავრცელა სოციალურ ქსელში.

კუნძული ზმეინი უკრაინელმა სამხედროებმა შარშან, ივნისის ბოლოს გაათავისუფლეს.

უცნობია, როდის არის ჩაწერილი ზელენსკის კუნძულ ზმეინიზე ვიზიტის ამსახველი ვიდეო. კადრებში ჩანს, რომ უკრიაინის პრეზიდენტი ზმეინიზე ნავით ჩადის.

„ფართომასშტაბიანი ომის 500 დღე. ზმეინი. თავისუფალი უკრაინის თავისუფალი კუნძული. პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ამ ბრძოლაში. ბრძოლაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფართომასშტაბიანი ომის დროს“, – აცხადებს ზელენსკი.

კუნძულ ზმეინიზე უკრაინის პრეზიდენტი თავისი ოფისის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან და სამხედრო დაზვერვის მეთაურთან, კირილ ბუდანოვთან ერთად იმყოფებოდა.