ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა

10:37, 02.10.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ორმხრივი შეხვედრა უკვე გამართა დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან.

სამიტში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა მიიღებს.

ლიდერები ძირითადად უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.

მსგავსი