ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევა კინო არ არის, მთავარია, რუსეთმა ის არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევა კინო არ არის, მთავარია, რუსეთმა ის არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს

კონტრშეტევა კინო არ არის, მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და იგრძნოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან, ალან კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კონტრშეტევის შედეგი უკრაინული ტერიტორიების გათავისუფლება უნდა იყოს.

„ეს კინო არ არის, ჩემთვის რთულია, თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას. მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით, იმ ჯარებმა, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია – სწორედ ეს არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც ის დაიწყება, თქვენ მიხვდებით, რომ ეს ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის გამო უკრაინა ჯერ ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ამავე დროს, ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ისინი იმოქმედებს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე.