ვოლოდიმირ ზელენსკი - კონსტრუქციული საუბარი მქონდა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, გერმანიის ლიდერული პოზიცია მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - კონსტრუქციული საუბარი მქონდა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, გერმანიის ლიდერული პოზიცია მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად

გერმანიის ლიდერული პოზიცია მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„კარგი, კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან, ბატონ შტაინმაიერთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ველოდებით მის გაძლიერებას. გერმანიის ლიდერული პოზიცია მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად. ვაცნობე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებისა და მარიუპოლში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნულია ზელენსკის განცხადებაში, რომელიც მის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.