ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს ტელეფონით ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები და გავცვალეთ მოსაზრებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და უკრაინამ გარანტირებული მშვიდობა მოიპოვოს.
„მშვიდობა ყველასთვის გვჭირდება, სამართლიანი მშვიდობა მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით და მთელი ევროპის მხარდაჭერით შესაძლებელია კონფლიქტის სამართლიანად დასრულება.
I spoke with UK Prime Minister @Keir_Starmer. We discussed the current developments and exchanged views on the next steps.
We are coordinating our positions and doing everything to achieve guaranteed peace as soon as possible and bring an end to this war.
Peace is needed for… pic.twitter.com/Cv6SOykPi7
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 4, 2025