ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესს შეხვდა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„იარაღი, ფინანსები, სანქციები – ეს სამი რამ არის, რაშიც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერაში თავის ლიდერობას აჩვენებს. ვაფასებთ ასეთ ნამდვილ, გაერთიანებულ მუშაობას, როდესაც სიტყვები, დაპირებები მუდმივად იქცევა ქმედებებად. მადლობელი ვარ თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესისა და მისი გუნდის ამ ვიზიტისთვის, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის, პრემიერ-მინისტრის დახმარებისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.