ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ ჩვენი კოლექტიური ძალაუფლების უძლეველობას, აღვადგენთ ყველა ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც რუსული ეკოციდისგან დაზარალდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ ჩვენი კოლექტიური ძალაუფლების უძლეველობას, აღვადგენთ ყველა ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც რუსული ეკოციდისგან დაზარალდა

ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ ჩვენი კოლექტიური ძალაუფლების უძლეველობას და აღვადგენთ ყველა ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც დაზარალდა რუსული ეკოციდისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„დღეს მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც ნამდვილად გვეხმარება და ვინც ამ კვირის განმავლობაში ახალი ნაბიჯები გადადგა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტისთვის, ასევე ნიდერლანდებს, გერმანიას, იტალიას, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთსა და კანადას. მადლობა „რამშტაინის“ ყველა მონაწილე ქვეყანას ურყევი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ქვეყანასა და საზოგადოებას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერაქტის შედეგების დაძლევაში.

ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლონეთს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.