ვოლოდიმირ ზელენსკი – კიდევ ერთი რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, ეს არის პუტინის „მშვიდობიანი“ გეგმა, გაანადგუროს ყველაფერი, მსოფლიოს მხრიდან ახლა საჭიროა ძლიერი რეაქცია
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
მორიგი მასიური თავდასხმის დროს, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 200 უპილოტო საფრენი აპარატი და 93 რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა უკრაინის ენერგოსექტორზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, მასიურ თავდასხმას უპასუხონ უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების, „პეტრიოტების“ გადაცემით.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა,რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება აუცილებელია.
„ეს არის პუტინის „მშვიდობიანი“ გეგმა – გაანადგუროს ყველაფერი. ასე უნდა „მოლაპარაკება“ – მილიონობით ადამიანის ტერორით. ის არ არის შეზღუდული რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების შეძენაში. ნავთობი აძლევს პუტინს საკმარის თანხას იმის დასაჯერებლად, რომ დაუსჯელი დარჩება. მსოფლიოს მხრიდან ახლა საჭიროა ძლიერი რეაქცია: მასობრივი რეაქცია ტერორის შეჩერების ერთადერთი გზაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.