ვოლოდიმირ ზელენსკი - ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ ქვეყნის აღმოსავლეთში, ეს ნაბიჯები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ ქვეყნის აღმოსავლეთში, ეს ნაბიჯები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს

უკრაინამ ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს დასახლება იამპოლი და წარმატებას მიაღწიეს ქალაქ ლიმანთან.

„ჩვენ ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ ქვეყნის აღმოსავლეთში. ყველამ გაიგეთ, რა ხდება ლიმანში, დონეცკის ოლქში. ეს ნაბიჯები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს, ჩვენი თავდაცვითი ელემენტის რეალიზაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაასრულეს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის ალყაში მოქცევა.