„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი“ - უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის აღებას შეძლებენ, თუ რუსი სამხედროები დახმარებას არ მიიღებენ
„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი“ - უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის აღებას შეძლებენ, თუ რუსი სამხედროები დახმარებას არ მიიღებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის აღებას შეძლებენ, თუ რუსი სამხედროები დახმარებას არ მიიღებენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი“ იტყობინება.

ორგანიზაციის ცნობით, უკრაინის ძალებმა ლიმანში რუსული სამხედრო დაჯგუფება სავარაუდოდ მთლიანად მოიქციეს ალყაში.

„უკრაინულმა დანაყოფებმა სავარაუდოდ, თითქმის დაასრულეს ლიმანში მყოფი რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევა და გადაუჭრეს კავშირის კრიტიკული სახმელეთო ხაზები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ ჯარებს დრობიშევო-ლიმანის რაონში“, – აღნიშნულია ინსტიტუტის მიმოხილვაში.

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ აღნიშნავს, რომ რუსული წყაროების მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანიდან ჩრდილოეთით 10 კილომეტრში სტავკის რაიონში გაარღვიეს რუსეთის თავდაცვა, ასევე გადაკეტეს ტორსკოე-დრობიშევოს გზა, რომელიც რუსი სამხედროებისთვის მომარაგებისა და გასვლის უკანასკნელი გზა იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიმანს სავარაუდოდ სამი მიმართულებიდან უტევენ. უკრაინელებმა გადაუჭრეს ოკუპანტებს მისასვლელი კრიტიკულად მნიშვნელოვან სვატოვო-ლიმანის გზამდე.