ვოლოდიმირ ზელენსკი – კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნიკალური და ისტორიული მომენტია, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია
უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, დღევანდელი გადაწყვეტილება უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში.
„გულწრფელად მინდა, შევაქო ევროკავშირის საბჭოს ლიდერების გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინას. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში მადლობა შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის ლიდერებს მხარდაჭერისთვის. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ზელენსკი.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
Sincerely commend EU leaders’ decision at #EUCO to grant 🇺🇦 a candidate status. It’s a unique and historical moment in 🇺🇦-🇪🇺 relations. Grateful to @CharlesMichel, @vonderleyen and EU leaders for support. Ukraine’s future is within the EU. #EmbraceUkraine https://t.co/o6dJVmTQrn
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 23, 2022