ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯასტინ ტრუდოს გავუზიარე უკრაინული შეფასებები რუსეთში გადატრიალების მცდელობაზე, ვისაუბრე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ სახიფათო ვითარებაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯასტინ ტრუდოს გავუზიარე უკრაინული შეფასებები რუსეთში გადატრიალების მცდელობაზე, ვისაუბრე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ სახიფათო ვითარებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან მადლობა გადაუხადა ტრუდოს უკრაინაში ვიზიტისთვის და ყველა კანადელს – უკრაინელების მხარდაჭერისთვის.

„ვისაუბრეთ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. გავუზიარე უკრაინული შეფასებები რუსეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ და მის გავლენაზე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო ზარისას ისაუბრა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საოკუპაციო ჯარების მიერ შექმნილ სახიფათო ვითარებაზეც.