ვოლოდიმირ ზელენსკი ივნისში დაგეგმილ ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებში მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივნისში დაგეგმილ ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე მიწვევა მიიღო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაწერა.
„მადლიერებით მივიღე მიწვევა პარტნიორებისგან, მონაწილეობა მივიღო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში: გერმანიის ფედერალური კანცლერისგან – „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გერმანიაში, ნატო-ს გენერალური მდივნისგან – ალიანსის სამიტზე მადრიდში“, – წერს ზელენსკი.
Із вдячністю прийняв запрошення партнерів взяти участь у ключових міжнародних заходах: від Федерального канцлера 🇩🇪 @Bundeskanzler – у саміті #G7GER, від Генсека НАТО @jensstoltenberg – у #NATOsummit у Мадриді.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 15, 2022