ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელში უკრაინის ერთი მოქალაქის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მოწმდება, კიდევ ორ ჩვენს მოქალაქეს ეძებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელში უკრაინის ერთი მოქალაქის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მოწმდება, კიდევ ორ ჩვენს მოქალაქეს ეძებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისრაელში უკრაინის ერთი მოქალაქის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მოწმდება და, ამასთან ერთად, ეძებენ უკრაინის ორ მოქალაქეს.

„დღეს დილიდან მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს დიპლომატებთან, დაზვერვასთან. ისრაელზე განხორციელებული ტერაქტისა და ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საფრთხის გამო, შეიქმნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოპერატიული შტაბი. ამ დროისთვის უკრაინის ერთი მოქალაქის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მოწმდება და ჩვენს ორ მოქალაქეს ეძებენ. გთხოვთ, ძვირფასო უკრაინელებო, თუ ისრაელში იმყოფებით, იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი. ნებისმიერი საჭიროებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს საელჩოს თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი გზით: უკრაინა დაეხმარება თავის ხალხს, რომ ეს არ მოხდეს. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა საშინელი კადრები ისრაელიდან – კადრები, თუ როგორ ძალადობენ ტერორისტები ქალებზე, მამაკაცებზე, როგორ აქცევენ მძევლად მოხუცებსაც კი, ყოველგვარი სინანულის გარეშე. ისრაელზე ტერორისტული თავდასხმა საგულდაგულოდ იყო მომზადებული, მთელ მსოფლიოს ესმის, რისი პროვოცირება და ორგანიზება შეეძლოთ ტერორის მხარდამჭერებს. ისრაელს აქვს ტერორისგან დაცვის სრული უფლება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. არანაირი მხარდაჭერა ტერორისტებს!” – აცხადებს ზელენსკი.