ვოლოდიმირ ზელენსკი – გვსურს არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის სამუდამოდ დასრულება, ჩვენი კოორდინირებისა და აშშ-ის ლიდერობის წყალობით, ეს სავსებით რეალურად მისაღწევია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკის თქმით, ევროპის კოორდინირებისა და აშშ-ის ლიდერობის წყალობით, ომის სამუდამოდ დასრულების მიღწევა სავსებით რეალურია.
„გვქონდა გულწრფელი დიალოგი მრავალ საკითხზე და უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ჩვენეულ ხედვაზე. გვაქვს უკრაინის საკითხზე ევროპის ერთიანობის იმედი და ვმუშაობთ ამისთვის. ჩვენ, ყველას გვსურს ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხო მომავალი, არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის სამუდამოდ დასრულება. ჩვენი კოორდინირებისა და აშშ-ის ლიდერობის წყალობით, ეს სავსებით რეალურად მისაღწევია. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, როგორი წვლილი შეიტანა გერმანიამ უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერებაში და, რაც მთავარია, ათასობით ადამიანის დაცვაში. ვხედავთ, როგორ შეიძლება ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდა. ვიმუშავებთ. მადლობა მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი.
I spoke with @Bundeskanzler Olaf Scholz to have an honest conversation about various issues and our vision for the future security architecture.
We rely on Europe’s unity around Ukraine and are working toward it. We all want a safe future for our people. Not a temporary… pic.twitter.com/KN82khilgF
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 5, 2025